1geo

fb you od

თბილისში მყოფი ვანაძორის თეატრის ხელმძღვანელები და მსახიობები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP00190 

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვანაძორის ჰოვანეს აბელიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორ ვაჰე შაჰვერდიანს, თეატრის მსახიობებს და თეატრალურ კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე ლევონ მუთაფიანს.

ამ დღეებში აბელიანელები თბილისში ჩამოვიდნენ პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხურ დრამატულ თეატრთან თანამშრომლობის 50-წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში. თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო აკადემიურ თეატრში აბელიანელები გამოვიდნენ უილიამ შექსპირის "მეფე ლირი", არმენ ბაიანდურიანის "შემოდგომის საღამო" და ალექსანდრე შირვანზადეს "ბოროტი სული" წარმოდგენებით.

სამივე წარმოდგენა თბილისელმა მაყურებელმა მიიღო დიდი ენთუზიაზმით, გასტროლები კი თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის იქცა მოვლენად.

 ეპარქიის ლიდერმა სტუმრებსა და პირადად ცნობილ რეჟისორს, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტ ვაჰე შაჰვერდიანს ბრწყინვალე წარმოდგენებისათვის მადლობა გადაუხადა და აკურთხა ვანაძორის ჰოვანეს აბელიანის სახელობის თეატრის ნიჭიერი მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფი.      

წინამძღვარმა ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს ყურადღებას პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმართ და   იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით, საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებათა ერთობლივი მხარდაჭერით გარემონტდება თბილისის სომხური თეატრის შენობა და გაგრძელდება ძველი და კარგი ტრადიციები.

შეხვედრის დროს ვანაძორის ჰოვანეს აბელიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარმა რეჟისორმა ვაჰე შაჰვერდიანმა განაცხადა, რომ გეგმავს თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის მსახიობებთან სპექტაკლის დადგმას.            

მაესტრომ   კმაყოფილება გამოთქვა თბილისელი მაყურებლის სითბოსა და ენთუზიაზმისათვის, ასევე მადლიერების სიტყვა თქვა მასპინძელი თეატრის დირექციის შესახებ.

სტუმრებმა სანთლები დაანთეს უძველეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, დაათვალიერეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი და გაეცნნენ ცენტრის მოღვაწეობას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)