1geo

fb you od

წმინდა ქალწულ მარიამის ანასაგან შობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა გასვლითი საღმრთო ლიტურგიებით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

20150908 112139 

ყოველი წლის 8 სექტემბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია  ღვთისმშობლის დაბადებას აღნიშნავს უცვლელად.  წელს  წმინდა ქალწულ მარიამის ანასაგან  შობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღინიშნა გასვლითი საღმრთო ლიტურგიებით.

დღესასწაულთან დაკავშირებით  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით  საღმრთო ლიტურგია აღავლინეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ შამშულდას   მე-19 საუკუნის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში.   
სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის  მის  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მიერ ნაკურთხი ვემქარი (ეკლესიის საკურთხევლის საძირკვლის ქვა), ახალციხის რაიონის სოფელ ორალის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში აღავლინა საღმრთო ლიტურგია. დღე სოფელ ორალის მცხოვრებთათვის ისტორიული იყო, ვინაიდან    50- წლინი პაუზის  შემდეგ ადგილობრივები ეზიარნენ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის წმინდა ცერემონიას, რომელიც მიეძღვნა  ღვთისმშობლის დაბადების დღეს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)