1967 წლიდან დაწყებული ივლისის თვის ბოლოსწინა დასვენების დღე ეძღვნება ჯავახეთის სიამაყეს, სომხური კლასიკური ლიტერატურის ნიჭიერ წარმომადგენელს - ლირიკოს ვაჰან ტერიანსა და მის შექმნილ განუმეორებელ პოეზიას.
და აი ტრადიციისამებრ 21 ივლისს ჯავახეთის ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში კვლავ ადიდეს ნიჭიერი პოეტი და მისი პოეზიის უკდავება.
|
დაწვრილებით...
|
|
3 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ჩატარდა ნიჭიერი პოეტის სონა ვანის შემოქმედებითი საღამო. ოკეანის მიღმა მცხოვრები თანამემამულის პოეზია ხიბლავს არა მხოლოდ სომეხ მკითხველს, მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რვა ენაზე, ქართველი მკითხველისათვის მისი ნაწარმოებები თარგმნეს „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანაჰიტ ბოსტანჯიანმა და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.
|
დაწვრილებით...
|
სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ინიციატივით მოქმედი "ანდრანიკ“ სკაუტური ბანაკი, თავისი საინტერესო და მხიარული დღეებით, გახდა აგრეთვე დამოუკიდებლობის, გამჭრიხობის, გამბედაობის, მეურნეობის მართვის, ნდობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ნამდვილი სამჭედლო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოზარდთათვის, რომლებმაც აქ გაატარეს ორკვირიანი დასვენება.
13-დან 25 ივლისამდე "ანდრანიკ“ სკაუტური ბანაკის ცხოვრებაში ჩაერთო 22 სომეხი ახალგაზრდა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 16 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გახსნილი გამოფენა მიეძღვნა გამოყენებითი ხელოვნების ცნობილი ოსტატის, საბჭოთა კავშირის მხატვართადა კავშირის წევრის და საბჭოთა კავშირის სამხატვრო ფონდის წევრის კერამიკოს ლევონ ოსიპოვის 75-ე წლისთავს. გამოფენის ინიციატორებია სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრი და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი - საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორისა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით.
|
დაწვრილებით...
|
უკვე ერთი თვეა დასვენების კვირადღეები განსაკუთრებით საზეიმო ხდება მარნეულის რაიონის სომხური მოსახლეობისათვის. თემის სულიერი მოძღვარი მღვდელი მამა მოსე აშურიანი რეგიონში სომხებით დასახლებულ სოფლებში აგრძელებს ეკლესიისა და ერის სიყვარულის საქმიანობას.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 261 262 263 264 265 266 267 268 269 270 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 270, სულ 280 |